თავში

ილჰამ ალიევი: ხუთი რაიონი, შეიძლება ითქვას, ოკუპაციისგან გათავისუფლდა

​ილჰამ ალიევი: ხუთი რაიონი, შეიძლება ითქვას, ოკუპაციისგან გათავისუფლდა
ილჰამ ალიევი: ხუთი რაიონი, შეიძლება ითქვას, ოკუპაციისგან გათავისუფლდა

ხუთი რაიონი, შეიძლება ითქვას, ოკუპაციისგან გათავისუფლდა, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა - ხომ არ არის მიზანი 7-ვე რაიონის გათავისუფლება, შემდეგ კი მოლაპარაკებების გამართვა და მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ზონის შესახებ შეთანხმება?

"ჩვენ ამას ვთავაზობდით. მაგრამ სომხები ყოველთვის უარზე იყვნენ. ჩემი სიტყვების დადასტურება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეუძლია. ჩვენ ყოველთვის ვთავაზობდით, ყოველთვის ვიყავით მშვიდობიანი გეგმის, ე.წ. ძირითადი პრინციპების ერთგულები. ეს პრინციპები აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებდა. პირველ ეტაპზე ხუთი რაიონის, მეორე ეტაპზე კი 2 რაიონის. მაგრამ ახლა, ხუთი რაიონი, შეიძლება ითქვას, ოკუპაციისგან გათავისუფლდა", - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system