თავში

ილჰამ ალიევი: ყარაბაღის აღდგენას ჩემს საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს

​ილჰამ ალიევი: ყარაბაღის აღდგენას ჩემს საქმიანობაში განსაკუთრებულ=
ილჰამ ალიევი: ყარაბაღის აღდგენას ჩემს საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს

ჩემი ძირითადი საქმე, რა თქმა უნდა, იყო ყარაბაღის საკითხის მოგვარება და სექტემბერში დაწყებული ომის უმაღლესი მთავარსარდლის რანგში ხელმძღვანელობა იყო. ამ ზონების - ყარაბაღის რეგიონის აღდგენას ჩემს საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სუმგაითში რამდენიმე საწარმოს საფუძვლის ჩაყრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ტრადიციული საქმიანობაც არ რჩებოდა ყურადღების მიღმა და სუმგაითში ვიზიტი ამას მოწმობს.

"ომი დასრულდა, ჩვენმა გამარჯვებულმა არმიამ მოიგო ომი, დაამარცხა მტერი. ჩვენ გათავისუფლებული მიწების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემი ყოველდღიური მუშაობის ძირითადი ნაწილი ამას ეთმობა. თუმცა, სხვა ტერიტორიების განვითარებაც არასოდეს იქნება დავიწყებული, ამაში აზერბაიჯანელი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ეს წელიც წარმატებული იქნება, ჩვენ კიდევ უფრო ძლიერ აზერბაიჯანს ავაშენებთ”, - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system