თავში

ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისგან

ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს სომხეთისთვის
ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისგან

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სერიოზულად შეშფოთებულია სომხეთისთვის იარაღის მიწოდების საკითხით, განსაკუთრებით თოვუზის რაიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ.

ამის შესახებ ილჰამ ალიევმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე ვიდეოფორმატში გამოსვლისას ისაუბრა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო საზღვარზე შეტაკებების ცხელი ფაზა 16 ივლისს დასრულდა. 17 ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით კი სომხეთს სამხედრო თვითმფრინავებით ასობით ტონა სამხედრო ტექნიკა მიაწოდეს. ალიევის თქმით, სომხეთის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მას შეიარაღებაზე მილიარდობით დოლარის დახარჯვის საშუალება არა აქვს. ასეთ შემთხვევაში ერთი ვარაუდი რჩება, რომ ერევანს იარაღს უფასოდ აწვდიან.

"იარაღი მიწოდება ქვეყნისთვის, რომელმაც ეთნიკური წმენდა ჩაატარა და სერიოზულად აფერხებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მას ახალი სამხედრო პროვოკაციისკენ უბიძგებს", - განაცხადა ილჰამ ალიევმა. 

ამ კონტექტსში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყველა ქვეყანას სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system