თავში

ილჰამ ალიევი: რაც ახლა ხდება სომხეთის დესტრუქციული პოლიტიკის შედეგია

ილჰამ ალიევი: რაც ახლა ხდება სომხეთის დესტრუქციული პოლიტიკის შედეგია
ილჰამ ალიევი: რაც ახლა ხდება სომხეთის დესტრუქციული პოლიტიკის შედეგია

”სომხეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესება აუცილებელია, რათა მან რეზოლუციების მოთხოვნები შეასრულოს და ჩვენი მიწები გაათავისუფლოს. ამასთან, ჩემს მიმართვას შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია და რაც ახლა ხდება,  სომხეთის დესტრუქციული პოლიტიკის შედეგია ”, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საინფორმაციო სააგენტო Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს კონფლიქტი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს და გამოსავალი რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ. ჩვენ აღარ გვაქვს დრო, რომ ამას კიდევ 30 წელი დაველოდოთ. კონფლიქტი დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს ", - დასძინა ალიევმა.

ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციების თვალსაზრისით აზერბაიჯანს ძალზედ ფართო მხარდაჭერა აქვს. 

”როგორც აღვნიშნე, უმაღლესმა საერთაშორისო ორგანომ - გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ სომხური ჯარების გაყვანის მოთხოვნის შესახებ რეზოლუცია მიიღო. იგივე გააკეთეს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ,  ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ,  ევროპარლამენტი და სხვა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვაქვს კონფლიქტის მოგვარების სამართლებრივი ჩარჩო. სომხეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ნორმების ღიად უგულებელყოფა აშკარა მაჩვენებელია იმისა, რომ საერთაშორისო სამართალი ან არ მუშაობს ან შერჩევით მუშაობს”, - განაცხადა ილჰამ ალიევმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system