თავში

ილჰამ ალიევი: საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს

​ილჰამ ალიევი: საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანის ტერიტორიულ
ილჰამ ალიევი: საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს

აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყო, რომლის შედეგად რამდენიმე ოკუპირებული ტერიტორია გათავისუფლდა. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანის დროშა აღიმართა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

"ჩვენ ჩვენს მიწაზე ვიბრძვით. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ისტორიული ნაწილია. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია და საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. სომხეთის მხრიდან მრავალწლიან აგრესიასა და ოკუპაციას მხოლოდ მთელი ინფრასტრუქტურის განადგურება არ გამოუწვევია, ხოჯალის გენოციდის გარდა, მათ კულტურული გენოციდიც მოაწყვეს", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული ისტორიული ძეგლები და მეჩეთები დაანგრიეს.

"ორი წლის წინ წინა მთავრობის დანაშაულებრივი რეჟიმი ჩამოაგდეს. იყო იმედები, რომ ახალი მთავრობა შუღლსა და სიძულვილს დაასრულებს. სამწუხაროდ, ახალი მთავრობა იგივე გზით მიდის", - განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system