თავში

ილჰამ ალიევი: საქართველო საიმედო პარტნიორი და მეგობარია

ილჰამ ალიევი: საქართველო საიმედო პარტნიორი და მეგობარია
ილჰამ ალიევი: საქართველო საიმედო პარტნიორი და მეგობარია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 19 სექტემბერს "აფშერონის" საზღვაო ოპერაციების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მიმდინარეობისას პრეზიდენტმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა.

"ვაფასებ საქართველოს მთავრობის საქმიანობა ამ ღონისძიებებში. მოგეხსენებათ, რომ საქართველომ არ დაუშვა იარაღის სომხეთში ტრანსპორტირება მისი ტერიტორიის გავლით. სწორედ ამიტომ, სატვირთო თვითმფრინავები სომხეთს იარაღს კასპიის ქვეყნების ტერიტორიებისა და საჰაერო სივრცის გავლით აწვდიან. საქართველო მოქმედებდა, როგორც საიმედო პარტნიორი, რისთვისაც საქართველოს მთავრობას მადლობას ვუხდი. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის სახით საიმედო პარტნიორსა და მეგობარს ვხედავთ. მთავრობათაშორისი ურთიერთობები დღითიდღე ძლიერდება. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მალე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს... ვიზიტის პროგრამა ახლა მზადდება და ის მრავალ საკითხის მოიცავს. ჩვენ ისტორიული კავშირები და საერთო ინტერესები გვაერთიანებს. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის მთავრობა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და ეს ასე გაგრძელდება.

აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა... აზერბაიჯანი ყოველთვის იყო საქართველოში განვითარების, კეთილდღეობისა და სტაბილურობის მომხრე... აზერბაიჯანი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში გამოხატავს ერთმნიშვნელოვან პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აფშერონის საბადოების მარაგები კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ ნაწილში 500 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. საბადოები 350 მილიარდ კუბურ მეტრ გაზსა და 45 მილიონ ტონ კონდენსატს მოიცავს. პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანი საყრდენი ბლოკისა და სხვა წყალქვეშა ნაგებობების, ასევე ხიდების, საჰაერო ხომალდების, აალების სისტემების, წყალქვეშა კონსტრუქციებისა და მილსადენების მშენებლობას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system