თავში

ილჰამ ალიევი: შუამავლებს ჩვენთვის რაიმე გეგმა არ წარუდგენიათ

ილჰამ ალიევი: შუამავლებს ჩვენთვის რაიმე გეგმა არ წარუდგენიათ
ილჰამ ალიევი: შუამავლებს ჩვენთვის რაიმე გეგმა არ წარუდგენიათ

"შუამავლებს - აშშ-ს, რუსეთსა და საფრანგეთს - მთიანი ყარაბაღისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების თაობაზე, ჩვენთვის რაიმე გეგმა არ წარუდგენიათ", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

"სამშვიდობო გეგმაში არსებობს პუნქტი, რომელშიც მთიან ყარაბაღში არსებული ყველა ოკუპირებული ტერიტორიის აზერბაიჯანისათვის დაბრუნების შესახებ არის საუბარი, -  ეს არის ტერიტორიები, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ და სადაც 700 ათასზე მეტი აზერბაიჯანელის მიმართ ეთნიკური წმენდა განხორციელდა. მთიანი ყარაბაღიდან ყველა აზერბაიჯანელი გააძევეს. ომის დაწყებამდე იქ 40 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა, მთიანი ყარაბაღის გარშემო შვიდი რეგიონიდან ყველა აზერბაიჯანელი - 700 ათასი ადამიანი - გააძევეს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system