თავში

ილჰამ ალიევი: სომხეთი აზერბაიჯანისაგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს

ილჰამ ალიევი: სომხეთი აზერბაიჯანისაგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს
ილჰამ ალიევი: სომხეთი აზერბაიჯანისაგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდალმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებით მოსახელობას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სომხეთში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა და ხელისუფლება მოსახლეობის ყურადღების გადატანას აზერბაიჯანისგან მტრის იმიჯის შექმნით ცდილობს. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური იუწყება.

"რა მიზანი ამოძრავებდა სომხეთს ამ პროვოკაციის ჩადენისას? უპირველეს ყოვლისა, მათ გეგმებში  აზერბაიჯანის მიწების ოკუპაცია შედის და ამას არც მალავენ. მათი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობდა აზერბაიჯანი ახალი ოკუპაციით დაეშინებინა. კიდევ ერთი მიზეზი არის ქვეყნის მოსახლეობის ყურადღების გადატანა, სომხეთის ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემებისგან და აზერბაიჯანისგან მტრის ხატის შექმნა. კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ სომხეთი ყველანაირად ცდილობს ჩაშალოს მოლაპარაკებების პროცესი და შემიძლია ვთქვათ, რომ მან ამას მიაღწია. მოლაპარაკებები სწორედ სომხეთის ფარისევლური, არაკონსტრუქციული და მატყუარა პოლიტიკის შედეგად შეჩერდა", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system