თავში

ილჰამ ალიევი: სომხეთში დაქირავებულ მებრძოლებს გზავნიან

ილჰამ ალიევი: სომხეთში დაქირავებულ მებრძოლებს გზავნიან
ილჰამ ალიევი: სომხეთში დაქირავებულ მებრძოლებს გზავნიან

სომხეთში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და დაქირავებული მებრძოლები იგზავნება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის ომბუდსმენთან, სერეფ მალკოჩთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჩანს, რომ სომხებმა მეჩეთები და ისტორიული ძეგლები გაანადგურეს.

"ჩვენს ყველა სოფელში დანგრეულია შენობები, განადგურებულია ჩვენი მეჩეთები. გუშინ მთელმა მსოფლიომ ინტერნეტში ნახა ზანგილანის ერთ-ერთ სოფელში განადგურებული მეჩეთის კადრები. მათ აქ ღორები ჰყავდათ. მათ ჩვენი მეჩეთები შეურაცხჰყვეს. მათ ჩვენი ყველა ისტორიული ძეგლი გაანადგურეს. სახლებიდან, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ქვები დარჩა. გაძარცვეს სახურავები, ფანჯრები, საყოფაცხოვრებო ნივთები“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, სომხეთმა განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმები განახორციელა, რაც ომის დანაშაულია.

"ვიცი, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში განჯაშიც ჩახვალთ. იქ საკუთარი თვალით ნახავთ, როგორ სასტიკ მტერთან გვაქვს საქმე. ისინი ბრძოლის ველზე ვერ გვამარცხებენ და ამის მიღწევას მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვით ცდილობენ. განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმები ომის დანაშაულია. სომხეთის ხელმძღვანელობა პასუხს აგებს ამ დანაშაულისთვის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სომხური ფაშიზმის მტაცებლურ ხასიათს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სომხური ფაშიზმის ხერხემალში გადატეხვით ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს რეგიონს დიდი უბედურებისა და ტრაგედიისგან,” - აღნიშნა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system