თავში

ილჰამ ალიევი: სომხეთთან "ნებისმიერ ადგილას" მოლაპარაკებისთვის მზად ვარ

​ილჰამ ალიევი: სომხეთთან "ნებისმიერ ადგილას" მოლაპარაკებისთვი
ილჰამ ალიევი: სომხეთთან ნებისმიერ ადგილას მოლაპარაკებისთვის მზად ვარ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის სიტუაციის დარეგულირების მიზნით სომხურ მხარესთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის "მოსკოვში ან სხვა ნებისმიერ ადგილას" მზადაა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო “ТАСС-თან“ ინტერვიუში განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ყარაბაღში კონფლიქტის დეესკალაციისთვის აუცილებელია.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში არაერთხელ არის ნამყოფი, ამჯერად ასეთი მიწვევა არ მიუღია. ილჰამ ალიევის განცხადებით, „ვიდრე სომხეთში ხელისუფლება შეიცვლებოდა და მას პირობითი „სოროსი“ გადაიბარებდა, სამმხრივი შეხვედრები მოსკოვში ხშირი იყო“.

"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შევხვდეთ მოსკოვში და ნებისმიერ სხვა ადგილას, რათა დავასრულოთ დაპირისპირება, ასევე ვიპოვოთ დარეგულირების გზები. ჩვენ ასევე გვინდა მშვიდობა, მაგრამ სომხეთისგან განსხვავებით, ჩვენ გვინდა ტერიტორიებიც, რომლებიც სამართლიანად გვეკუთვნის", - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system