თავში

ილჰამ ალიევი: TANAP საერთაშორისო თანამეგობრობის პროექტია

​ილჰამ ალიევი: TANAP საერთაშორისო თანამეგობრობის პროექტია
ილჰამ ალიევი: TANAP საერთაშორისო თანამეგობრობის პროექტია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთში გამართულ ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტის (TANAP) დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენის გარეშე TANAP-ზე საუბარი რთული იქნებოდა.

“აზერბაიჯანის ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა, საკუთარი ხელებით ჩაუყარა საფუძველი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს. ჩვენ კი, 2006 წელს პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად გავუშვით ექსპლუტაციაში აღნიშნული პროექტი. დღემდე, მილსადენის საშუალებით თურქეთში 450 მილიონ ტონა ნავთობზე მეტი ტრანსპორტირდა როგორც აზერბაიჯანიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. მათი უდიდესი ნაწილი - 400 მლნ ტონაზე მეტი სწორედ აზერბაიჯანზე მოდის, 27 მილიონი თურქმენეთზე, 12 მილიონი ყაზახეთზე, 7 მილიონი კი რუსულ ნავთობზე.

ბაქო-თბილისი ჯეიჰანიიქცა შესანიშნავ ინფრასტრუქტურულ პროექტად არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. ის დღეს წარმატებულად ფუნქციონირებს“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მნიშვნელობაც, რომელიც TANAP-ის წინამორბედად ითვლება. ის 2007 წელს გაიხსნა. ალიევმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა.

„TANAP სამხრეთის გაზსადენის კორიდორის ნაწილია. ამ გიგანტური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის 38 მლრდ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ის ოთხი პროექტისგან შედგება. აქედან სამი, „შაჰდენიზი“ და სამხრეთ კავკასიური მილსადენი უკვე ექსპლუატაციაშია. დღეს კი TANAP სრულად ამოქმედდება.

ამ პროექტის რეალიზაცია აზერბაიჯანისა და თურქეთის საერთო პოლიტიკური ნების გამოხატულებაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის სხვა ქვეყნებთან ერთად და არაერთი კერძო კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით განვახორციელეთ. დღეს სამხრეთის ბუნებრივი აირის კორიდორი 7 ქვეყანას აერთიანებს. ეს უკვე საერთაშორისო თანამეგობრობის პროექტია. ეს პროექტი შექმნის ხიდს ქვეყნებს შორის და გაგვიხსნის ახალ გზებს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system