თავში

ილჰამ ალიევი: თუ ვინმეს სომხებისთვის მეორე სახელმწიფოს შექმნა სურს, თავისი ტერიტორიის ნაწილი მისცეს

​ილჰამ ალიევი: თუ ვინმეს სომხებისთვის მეორე
ილჰამ ალიევი: თუ ვინმეს სომხებისთვის მეორე სახელმწიფოს შექმნა სურს, თავისი ტერიტორიის ნაწილი მისცეს

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებზე ვერანაირი რეფერენდუმი ვერ ჩატარდება. უფრო მეტიც, თუ გადახედავთ საბაზო პრინციპებს, სიტყვა რეფერენდუმი არც იქ არის, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა "ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

”იქ არის გარკვეული ფორმულირებები, რომლებიც ნების გამოხატვას, თვითგამორკვევას უკავშირდება. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თვითგამორკვევა, დიახ, საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპია, მაგრამ მას არ შეუძლია, დაარღვიოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მეორეც, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შეცვლა შეუძლებელია ამ ქვეყნის თანხმობის გარეშე. ამიტომ, ამ შემთხვევაში ის რაც ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, სრულად ასახავს ჩემს პოზიციას, საიდუმლო არ არის. ბუნებრივია, ახლაც იმავე პოზიციებზე ვარ: აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ დავუშვებთ მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას. თუ ვინმეს სომხებისთვის მეორე სახელმწიფოს შექმნა სურს, თავისი ტერიტორიის ნაწილი მისცეს, დაე, შექმნან იქ”, - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system