თავში

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი მოინახულა

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი მო
ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი მოინახულა

დღეს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და მისმა ოჯახის წევრებმა საპატიო ხეივანში ეროვნული ლიდერის საფლავი მოინახულეს, პატივისცემის ნიშნად, საფლავი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და ყოფილი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მისმა ოჯახის წევრებმა ასევე ყვავილებით შეამკეს ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მეუღლის - გამოჩენილი ოფთალმოლოგის აკადემიკოს ზარიფა ალიევას საფლავი. ასევე, პატივი მიაგეს ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის აზიზ ალიევისა და პროფესორ თამერლან ალიევის ხსოვნას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system