თავში

ილჰამ ალიევმა ICESCO-ს დელეგაცია მიიღო

​ილჰამ ალიევმა ICESCO-ს დელეგაცია მიიღო
ილჰამ ალიევმა ICESCO-ს დელეგაცია მიიღო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ICESCO-ს დელეგაცია მიიღო, რომელსაც გენერალური დირექტორი სალიმ ბინ მუჰამედ ალ-მალიქი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ამის შესახებ AZERTAC ავრცელებს.

ილჰამ ალიევმა სალიმ ბინ მუჰამედ ალ-მალიქს ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ომამდე იქ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ალიევის თქმით, ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ სომხები აზერბაიჯანის ნაკვალევს ანადგურებდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ 30-წლიანი მოლაპარაკებები უსასრულო და უაზრო ყოფილიყო. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სომხეთი ყარაბაღის ტერიტორიაზე უკანონო განსახლებას ახორციელებდა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან სომხები ჩამოჰყავდა და ისტორიულად აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე, მათ შორის შუშაში, ასახლებდა.

„ისინი ძველი უდინების რელიგიური მემკვიდრეობის იერსახეს ცვლიდნენ, რომლებიც ქრისტიანობას მისდევენ, ძველ კავკასიურ ალბანურ ეკლესიებს სომხურ ეკლესიებად აქცევდნენ. ამრიგად ასრულებდნენ უამრავ ქმედებას, რომელიც დანაშაულად ითვლება“, - განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა ზარალის შეფასების პროცესი დაიწყო. ცნობილი საერთაშორისო კომპანიების ჩართულობით დადგინდება მატერიალური, კულტურული, მორალური, ეკოლოგიური ზიანის მოცულობა, რაც აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს, სომხეთს საერთაშორისო სასამართლოებში უჩივლოს.

„ომი დასრულდა. ახლა ჩვენ შემდეგი ფურცელი უნდა დავიწყოთ. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ტკივილს, ნაიარევს. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს. ამავდროულად ჩვენ მომავალს უნდა ვუყუროთ და ტერიტორიები, სრულიად გაკოტრებული ტერიტორიები თავიდან ავაშენოთ და ამას გავაკეთებთ, მუშაობა უკვე დაიწყო“, - აღნიშნა ალიევმა.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიების გათავისუფლება ისტორიული მოვლენაა არა მხოლოდ მათ ისტორიაში, არამედ ზოგადად ომების ისტორიაში, ვინაიდან მათ გააკეთეს ის, რაც წარმოუდგენელი ჩანდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system