თავში

ილჰამ ალიევმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი შეთანხმება დადებითად შეაფასა

ილჰამ ალიევმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი შეთანხმება დადებითა
ილჰამ ალიევმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი შეთანხმება დადებითად შეაფასა

21 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმება განიხილეს.

"მივიჩნევთ, რომ შეთანხმების დებულებები წარმატებით ხორციელდება და ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანული და სომხური მხარეები მზად არიან შეაჩერონ გრძელვადიანი კონფლიქტი და შეთანხმდნენ დავის პოლიტიკური გზით მოგვარებაზე.

44-დღიანი შეიარაღებული ბრძოლისა და საბრძოლო მოქმედებების შემდეგ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტია... სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების პერიოდში სომხურმა მხარემ უხეშად დაარღვია საომარი მოქმედებების ყველა ნორმა, ისევე როგორც ჰუმანიტარული ნორმები. ყოველდღიურად იბომბებოდა ჩვენი ქალაქები და სოფლები. შედეგად, აზერბაიჯანის 94 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშვები და ქალები, 400-ზე მეტი დაშავდა და 3000-ზე მეტი სახლი განადგურდა.

სომხეთი აქტიურად იყენებდა უცხოელ დაქირავებულ სამხედროებს, რისი დამადასტურებელი უამრავი ფოტო და ვიდეო მასალაც მოგვეპოვება. ასევე გვაქვს ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეების პასპორტები, კერძოდ, საფრანგეთის, აშშ-ის, ლიბანის, კანადისა და სხვა ქვეყნების...  ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველამ იცის, რომ ეს საომარი მოქმედებები აზერბაიჯანის ჯარის ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებით დასრულდა. 

ასევე, აღნიშნავს, რომ მივესალმებით (მთიან ყარაბაღში) რუსეთის სამშვიდობო მისიის განთავსებას, რომელიც მუშაობს ჩვენს სტრუქტურებთან და რამდენადაც ჩვენ ვიცით, სომხურ მხარესთან შეთანხმებით. ვთვლი, რომ  სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება.

მივესალმებით მოლაპარაკებების აქტიურ კურსს რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს შორის, აზერბაიჯანში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის ცენტრის შექმნის კუთხით.  ვიმედოვნებ, ცეცხლის შეწყვეტა და სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შემდგომი გეგმები, თუ ამას სომხური მხარეც დათანხმდება, რეგიონში ახალ ვითარებას შექმნის, თანამშრომლობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას განამტკიცებს", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system