თავში

ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინთან რუსეთის მიერ სომხეთისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდებაზე შეშფოთება გამოთქვა

​ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინთან რუსეთის მიერ
ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინთან რუსეთის მიერ სომხეთისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდებაზე შეშფოთება გამოთქვა

რუსეთის მიერ სომხეთისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდება აზერბაიჯანულ საზოგადეობაში შეშფოთებას იწვევს – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონ საუბრის დროს განაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერს უთხრა, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების დასრულების შემდეგ, რუსეთიდან სომხეთში სამხედრო ტვირთების მიწოდების ინტენსივობა, 17 ივლისიდან დღემდე, აზერბაიჯანის საზოგადოებაში შეშფოთებასა და სერიოზულ კითხვებს იწვევს.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებისთანავე, ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენებით, რუსეთიდან სომხეთში გადატანილი სამხედრო ტვირთის მოცულობამ, 400 ტონას გადააჭარბა და მისი სატელეფონი ზარის ძირითადი მიზეზი სწორედ ამ საკითხის გარკვევა იყო.

ამასთან, ალივმა პუტინს უთხრა, რომ სომხეთის მიერ სამხედრო თავდასხმის ძირითადი მიზანი სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვა იყო.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა რუს კოლეგას 12-16 ივლისს თოვუზის რაიონში მომხდარ დაპირისპირებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system