
ილინოისი აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც თავდებით გათავისუფლება გირაოს საშუალებით გააუქმეს. ახალ კანონს ხელი გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიტცკერისმა მოაწერა.
ასეთი მიდგომით, სასამართლო პრაქტიკის მეტად სამართლიანობას იმედოვნებენ. ამგვარად, ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობა მის მატერიალურ შესაძლებლობებზე დამოკიდებული აღარ იქნება.
ილინოისის სასამართლო ამიერიდან ბრალდებულს არსებითი სასამართლოს დასრულებამდე ან გაათავისუფლებს, ან პატიმრობაში დატოვებს. ის გაითვალისწინებს დაკავებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხარისხს, განსაზღვრავს, რამდენად საშიშია ის საზოგადოებისთვის და რაც მთავარია, მხედველობაში მიიღებს, რამდენად შესაძლებელია ის, რომ ბრალდებული სასამართლოზე არ გამოცხადდეს.