თავში

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-4 ადგილზეა

​ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-4 ადგილზეა
ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-4 ადგილზეა

SpaceX დამფუძნებელი და Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-4 ადგილს იკავებს. მისი ქონება 84,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მონაცემებით მან უკან ჩამოიტოვა LVMH -ის (Louis Vuitton Moët Hennessy)კომპანიათა ჯგუფის მფლობელი ბერნარდ არნო. მაღალი მოდის სახლების მფლობელის ანგარიშზე 84,6 მილიარდია.

მესამე ადგილზე Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგია. რომლის ქონება, ილონ მასკის ქონებაზე 15 მილიარდი დოლარით მეტია.

რეიტინგებს Amazon -ის დამფუძნებელი ჯოზეფ ბეზოსი ლიდერობს. მისი ქონება 188 მილიარდი დოლარია. მერე ადგილზე კი, 121 მილიარდი დოლარით, Microsoft -ის დამფიძნებელი ბილ გეითსია.

17 აგვისტოს, Tesla-ს აქციების ზრდამ, ილონ მასკს დამატებით 5,7 მილიარდი დოლარი მოუტანა. გამომგონებლმა და ფილანტროპმა ბავშვობა საკმაოდ ხელმოკლე ოჯახში გაატარა. იგი მეორადი ტანსაცმლითა და სწრაფი კვების საჭმლით გაიზარდა. განქორწინების შემდეგ ილონის დედა რამდენიმე ადგილას მუშაობდა, რომ სამი შვილი გაეზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system