თავში

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ჩამოქვეითდა

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ჩამოქვეითდა
ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ჩამოქვეითდა

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის ქონება, Tesla-ს მწარმოებლის თვითღირებულების შემცირების გამო,  დაეცა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

Bloomberg-ის მონაცემებით, ამერიკელი ბიზნესმენი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მეორედან მესამე ადგილზე გადავიდა. მისი ქონება 160,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო თებერვლის ბოლოს მისი ქონება 183 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

სააგენტოს მონაცემებით, მასკმა 20 მილიარდ დოლარზე მეტი ელექტროძრავის მწარმოებლის Tesla-ს აქციების ღირებულების შემცირების გამო დაკარგა, რომლის კაპიტალიზაციაც ბოლო 20 თვის განმავლობაში თითქმის 20%-ით დაეცა.

ცნობილია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეში დგას Amazon Corporation-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონებაც 190 მილიარდი დოლარია. მეორე ადგილზეა ბერნარდ არნო, საფრანგეთის კომპანიების ჯგუფის LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy) აღმასრულებელი დირექტორი, 161,2 მილიარდიანი ქონებით და მესამე ადგილზე - ილონ მასკი 160,6 მილიარდი დოლარით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system