თავში

ილონ მასკი Tesla-ს ბიტკოინ-აქტივების გაყიდვას არ გამორიცხავს

ილონ მასკი Tesla-ს ბიტკოინ-აქტივების გაყიდვას არ გამორიცხავს
ილონ მასკი Tesla-ს ბიტკოინ-აქტივების გაყიდვას არ გამორიცხავს

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია ბიტკოინ-აქტივებს გაყიდის. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

ასევე მან შეშფოთება გამოხატა წიაღისეული საწვავის, მათ შორის ნახშირის მარაგების გამოყენების სწრაფი ზრდის გამო. კრიპტოვალუტა, მასკის აზრით, კარგი და პერსპექტიული გამოსავალია, რომელსაც საკმაოდ დიდი მომავალი აქვს. ამასთან, კომპანია მომავალში გარემოს საფრთხეს აღარც შეუქმნის.

ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა 13 მაისს მას შემდეგ, რაც მასკმა განაცხადა, რომ ავტომობილების გაყიდვის ანგარიშსწორების მიზნით ბიტკოინების მიღებას წყვეტს. მისი თქმით, კრიპტოვალუტის "მაინინგი" არაეკოლოგიური გზით ხდება.

მასკის ამ განცხადებების შემდეგ ბიტკოინის ფასი კრიპტობირჟაზე Binance 17%-ით, $46 ათასამდე დაეცა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1 ტრილიონზე დაბლა ჩამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system