თავში

ილონ მასკის დედა შვილის საარქივო სურათს ავრცელებს

​ილონ მასკის დედა შვილის საარქივო სურათს ავრცელებს
ილონ მასკის დედა შვილის საარქივო სურათს ავრცელებს

ილონ მასკის დედა, მეი მასკი "ტვიტერში" 1995 წელს გადაღებულ სურათს ავრცელებს, რომელზეც კომპანია Tesla-ს მომავალი ხელმძღვანელი ავტომობილის შეკეთებას ცდილობს.

"1995 წელი. ადამიანები კიდევ ამბობენ, რომ შენ მანქანების არაფერი გესმის", - წერს მეი მასკი სურათის აღწერაში.

პოსტს თავად ილონი გამოეხმაურა.

"მე ავტოსერვისისთვის მიმართვის საჭირო თანხები არ მქონდა, ამიტომ პრაქტიკულად ყველაფერს მანქანების ნაგავსაყრელიდან მოტანილი დეტალებით ვაკეთებდი. სასაცილოა, რომ ამ სურათზე სწორედ ჩამსხვრეულ მინას ვცვლი", - წერს ილონ მასკი.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა მასკს მეტი დეტალის გამხელა სთხოვა. Tesla-ს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ შუშა იმიტომ ჩაამსხვრიეს, რომ რადიო მოწყობილობის მოპარვა უნდოდათ, რომელიც 20 დოლარი ღირდა.

"მინის შემცვლელი მე ავტომობილების ნაგავსაყრელზე ვიპოვე, იქ ბევრი საინტერესო დეტალია. მანქანების შეკეთება და მოდიფიკაცია ძალიან სახალისოა", - წერს მასკი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system