თავში

ილონ მასკის შეყვარებულმა ახალი სიმღერა გამოუშვა

ილონ მასკის შეყვარებულმა ახალი სიმღერა გამოუშვა
ილონ მასკის შეყვარებულმა ახალი სიმღერა გამოუშვა

გრაიმსმა ახალი სიმღერა, სახელწოდებით "Delete Forever" გამოუშვა, რომელიც მის მომავალ სტუდიურ ალბომში, "Miss_Anthropocene-ში" შევა. პრეზენტაცია 21 თებერვალსაა დაგეგმილი. ამ სიმღერაზე კანადელმა მომღერალმა ვიდეოკლიპიც გამოუშვა. 

კლიპის აღწერაში გრაიმსი წერს, რომ აქ აღბეჭდილია ტირანი ქალის ვნებები, რომელიც მისი იმპერიის დამხობის მომსწრე ხდება. 

სოციალური ქსელების მომხმარებლები მომღერლის ფეხმძიმობასაც აქტიურად განიხილავენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკი მეექვსედ გახდება მამა.

გრაიმსმა "ინსტაგრამზე" მინიშნება გააკეთა, რომ ფეხმძიმედაა. თავად მილიარდერი კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

წყვილი ერთმანეთის ორი წელია ხვდება.

ილონ მასკს ყოფილ მეუღლესთან, ჟუსტინ უილსონთან 5 შვილი ჰყავს. განქორწინების შემდეგ მასკის მეუღლე ტალულა რაილი იყო, რომელსაც SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი 2016 წელს დაშორდა.

  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system