თავში

ილონ მასკის SpaceX კოსმოსში მორიგ თანამგზავრებს უშვებს

​ილონ მასკის SpaceX კოსმოსში მორიგ თანამგზავრებს უშვებს
ილონ მასკის SpaceX კოსმოსში მორიგ თანამგზავრებს უშვებს

26 მაისს, ილონ მასკის მიერ დაფუძნებული აეროკოსმოსური კომპანია SpaceX, დედამიწის ორბიტაზე ფართო დაფარვის ინტერნეტის მომწოდებელ, Starlink-ის მორიგ თანამგზავრებს გაუშვებს. ინფორმაციას, კომპანია SpaceX საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

Starlink - გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომელიც განკუთვნილია ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დედამიწის ისეთ რეგიონებში, სადაც ის არ იშოვება, ცუდად მუშაობს, ან ძალიან ძვირია.

თანამგზავრებს ორბიტაზე რაკეტა Falcon-9 აიტანს. ბორტზე 60 ერთეული სატელიტი იქნება მოთავსებული, ხოლო გაფრენა, თბილისის დროით 22:59 სთ-ზე განხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system