თავში

ილონ მასკმა განმარტა, რა პირობით დაიწყებს Tesla ბიტკოინების მიღებას

​ილონ მასკმა განმარტა, რა პირობით დაიწყებს Tesla ბიტკოინების მიღებას
ილონ მასკმა განმარტა, რა პირობით დაიწყებს Tesla ბიტკოინების მიღებას

Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიამ, შესაძლოა, გადახდის საშუალების სახით ბიტკოინების მიღება ისევ დაიწყოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

მასკმა ხაზი გაუსვა, რომ ბიტკოინების "მაინინგის" დროს სულ უფრო ხშირად დაიწყეს მწვანე, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება.

”მე მინდოდა ცოტა მეტი ყურადღება დამეთმო იმის დასადასტურებლად, რომ განახლებადი ენერგიის გამოყენების პროცენტული პროცენტული მაჩვენებელი 50 პროცენტს და მეტს შეადგენს და არსებობს ამ რაოდენობის გაზრდის ტენდენცია. თუ ეს ასეა, Tesla ბიტკოინების მიღებას განაახლებს,” - განაცხადა მასკმა. 

ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა 13 მაისს მას შემდეგ, რაც მასკმა განაცხადა, რომ ავტომობილების გაყიდვის ანგარიშსწორების მიზნით ბიტკოინების მიღებას წყვეტს. მისი თქმით, კრიპტოვალუტის "მაინინგი" არაეკოლოგიური გზით ხდება.

14 ივნისს ცნობილი გახდა ამერიკული ავტომწარმოებელი Tesla ბიტკოინებზე ავტომობილების გაყიდვას მას შემდეგ განაახლებს, რაც კრიპტოვალუტა უფრო ეკოლოგიური გახდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system