
კომპანიების Tesla და SpaceX დამფუძნებელი ილონ მასკი ისტორიაში მესამე ადამიანი გახდა, რომელმაც 200 მილიონი დოლარის ოდენობის ქონება დააგროვა.
მასკმა Amazon-ის დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო და პირველობა ჩამოართვა.
Forbes-სთან ინტერვიუში მასკმა განაცხადა, რომ ამ მოვლენის აღსანიშნად ბეზოსს საჩუქარი გაუგზავნა.
"მე ჯეფრი ბეზოსს ციფრ "2-ის" გიგანტური ქანდაკება და ვერცხლის მედალი გავუგზავნე", - განაცხადა მასკმა.
თავად ბეზოსი ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
ცნობისთვის, Space X-ისა და Tesla-ს დამფუნძნებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მისი მთავარი კონკურენტი ჯეფ ბეზოსი უკან მოიტოვა და პირველი ადგილი დაიკავა.