თავში

ილონ მასკმა კორონავირუსზე რამდენიმე ტესტი გაიკეთა და სხვადასხვა პასუხები მიიღო

​ილონ მასკმა კორონავირუსზე რამდენიმე ტესტი გაიკეთა
ილონ მასკმა კორონავირუსზე რამდენიმე ტესტი გაიკეთა და სხვადასხვა პასუხები მიიღო

Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ერთ დღეში კორონავირუსზე 4 ტესტი გაიარა და სხვადასხვა პასუხები მიიღო.

"რაღაც სისულელე ხდება. დღეს COVID-ზე 4-ჯერ ჩავაბარე ტესტი. ორი ტესტის პასუხი უარყოფითი მოვიდა, ორის - დადებითი. ერთი და იგივე აღჭურვილობა, ერთი და იგივე ტესტი, ერთი და იგივე მედდა. BD-ის (Becton, Dickinson and Company) ექსპრესტესტი ანტიგენზე", - წერს მასკი "ტვიტერში.

ამის შემდეგ მასკმა კიდევ ერთი ტვიტი გამოაქვეყნა.

"კარუსელი კიდევ უფრო სწრაფად დატრიალდა", - თუმცა არ დააკონკრეტა, რას ეხებოდა ის ამჯერად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system