თავში

ილონ მასკმა ლოს-ანჯელესის სახლი 29 მლნ დოლარად გაყიდა

ილონ მასკმა ლოს-ანჯელესის სახლი 29 მლნ დოლარად გაყიდა
ილონ მასკმა ლოს-ანჯელესის სახლი 29 მლნ დოლარად გაყიდა

კომპანია SpaceX-ის დამაარსებელმა და Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა ლოს-ანჯელესში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლი 29 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ Wall Street Journal იუწყება.

მიმდინარე წლის მაისში ილონა მასკმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა, რომ მის საკუთრებაში არსებულ მთლიან უძრავ ქონებას გაყიდის.

განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ სახლი მესაკუთრემ თავად გაყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გაყიდვების აგენტის მომსახურებას არ იყენებს.

გამოცემის თანახმად, მყიდველი იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც ასოცირდება ჩინელ ბიზნესმენ-მილიარდერ და NetEase-ის დამაარსებელ, უილიამ ლე დინთან.

შვიდ ოთახიანი სახლი აშენებულია 1990 წელს. იგი მოიცავს ორსართულიანი ბიბლიოთეკას, საშინაო კინოთეატრს, ჩოგბურთის კორტს,  სპორტულ დარბაზს და აუზსაც. ამ ტერიტორიაზე ასევე არის ბაღი და ავტოფარეხი ხუთი მანქანისთვის. მასკმა აღნიშნული ქონეა 2012 წელს 17 მილიონ დოლარად შეიძინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system