თავში

ილონ მასკს Tesla-ს რესტორნების გახსნა სურს

ილონ მასკს Tesla-ს რესტორნების გახსნა სურს
ილონ მასკს Tesla-ს რესტორნების გახსნა სურს

მილიარდერ ბიზნესმენს, ილონ მასკს Tesla-ს რესტორნების გახსნა სურს.

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, მასკმა  ამერიკის შეერთებული შტატების პატენტისა და სავაჭრო ნიშნის ადმინისტრაციაში 27 მაისს 3 განცხადება შეიტანა.

ილონ მასკი რესტორნების გახსნას კალიფორნიაში, Tesla-ს ელექტროგასამართ სადგურებზე გეგმავს. 

მიმდინარე წლის აპრილში მილიარდერმა გამოაქვეყნა ტვიტი, რომელშიც აღნიშნა, რომ  Tesla Supercharger  სანტა მონიკაში გაიხსნება. ამ სივრცეში მსურველებს   50-იანი წლების სტილში გაფორმებული დარბაზი დახვდებათ, სადაც 100 საუკეთესო როკ-ენ-როლის ვიდეო კლიპს ნახავენ.

მანამდე, 2018 წელს ბიზნესმენმა Twitter-ზე შეტყობინება გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ როკ-ენ-როლის მოყვარულებისათვის კვების ობიექტის გახსნა სურს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system