თავში

იმედი მაქვს, არ გამიტაცებენ - ახალი დეტალები ამერიკელი სტუდენტის მკვლელობის საქმეში

იმედი მაქვს, არ გამიტაცებენ - ახალი დეტალები ამერიკელი სტუდენტის
იმედი მაქვს, არ გამიტაცებენ - ახალი დეტალები ამერიკელი სტუდენტის მკვლელობის საქმეში

BBC-ის ცნობით, რუსეთში გაუჩინარებული 34 წლის კეტრინ სეროუს, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, ბოლო კომუნიკაცია დედასთან ჰქონდა

"უცხოსთან ვარ ავტომობილში. იმედი მაქვს, არ გამიტაცებენ", - მისწერა სტუდენტმა დედას, რომლიც მისისიპიში ცხოვრობს. 

გოგონას მკვლელობის ბრალდებით, დააკავეს კაცი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი.

სეროუ წლების განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ძალების წარმომადგენელი იყო. 2019 წელს, ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგ, მისისიპიდან რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში და გადავიდა და სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო.

მან დედას ბოლო მესიჯი 15 ივნისს, საღამოს, 18:30 საათზე გაუგზავნა. ქეთრინ სეროუს დედის თქმით, შვილი კლინიკაში წასვლას ჩქარობდა და შესაძლოა,  ტაქსის ლოდინს, ამჯობინა გამვლელ ავტომობილს გაჰყოლოდა.

მისივე თქმით, რუსეთში სწავლის დასრულების შემდეგ, ქეთრინი აშშ-ში დაბრუნებასა და ემიგრანტთა ადვოკატად მუშაობის დაწყებას გეგმავდა

"მას ძალიან მოსწონდა ნიჟნი ნოვგოროდი და ცხოვრება რუსულ ოჯახში. უყვარდა უნივერსიტეტის მეგობრები", - ამბობს ბესი სეროუ.

შეგახსენებთ, ქალის ცხედარი, 19 ივნისს, ქალაქგარეთ, ტყეში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system