თავში

იმოქმედებს თუ არა რადიაციული თერაპია COVID-19-ის პაციენტებზე დადებითად?

იმოქმედებს თუ არა რადიაციული თერაპია COVID-19-ის პაციენტებზე დადებითად
იმოქმედებს თუ არა რადიაციული თერაპია COVID-19-ის პაციენტებზე დადებითად?

აშშ-ის ემორის უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, რადიაციული თერაპია, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესებაში დაეხმაროს.

მათი თქმით, ამჟამად გულმკერდზე დასხივება 5 პაციენტს უტარდება. თერაპია ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს.

გულმკერდის დასხივების გამოყენება ჯერ კიდევ 100 წლის წინ დაიწყო. ამ მეთოდს პნევმონიით დაავადებული პაციენტების შემთხვევაში იყენებდნენ, სანამ ანტიბიოტიკები და სხვა თანამედროვე სამედიცინო საშუალებები შემუშავდებოდა. ამის შესახებ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორმა, მოჰამედ ხანმა განაცხადა.

”რენტგენოთერაპიამ პნევმონიაზე 90%-ით წარმატებით იმუშავა და ნაკლები ადამიანი დაიღუპა", - თქვა ხანმა.

მკვლევარების თქმით, თერაპიის კურსის ჩატარების შემდეგ ფილტვების ფუნქცია გაუმჯობესდება.

რა არის რადიაციული თერაპია?

რადიაციული თერაპია არის მაღალი ენერგიის სხივები, რომლებიც დაზიანებული უჯრედების დროს გამოიყენება. მაღალი დოზების დროს, რადიაციამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ქსოვილების ძლიერი განადგურება. იგი აქტიურად გამოიყენება სიმსივნის შემცირებისა ან განადგურების დროს.

ხანის თქმით, რადიაციის გამოყენება მცირე დოზებით ანთებას ამცირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system