თავში

იმპიჩმენტის ფონზე დონალდ ტრამპის რეიტინგი მატულობს

​იმპიჩმენტის ფონზე დონალდ ტრამპის რეიტინგი მატულობს
იმპიჩმენტის ფონზე დონალდ ტრამპის რეიტინგი მატულობს

დონალდ ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე საქმიანობას ამერიკელთა 49% უჭერს მხარს. ეს მისი არჩევიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს Gallup აქვეყნებს.

ამავდროულად, ტრამპის მუშაობას აშშ-ს მოქალაქეთა 50% იწუნებს.

Gullup ასევე აცხადებს, რომ რესპუბლიკელთა შორის მას 94% უჭერს მხარს, რაც იანვრის დასაწყისის მონაცემებს 6%-ით აღემატება.

დამოუკიდებელ ამომრჩეველთა შორის ტრამპს 42% უჭერს მხარს.

დემოკრატებში აშშ-ს პრეზიდენტის მხარდაჭერა 7%-მდე შემცირდა.

გამოკითხვა 16-29 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტის იმპიჩმენტის ფონზე ჩატარდა.

აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის ფარგლებში დასკვნითი კენჭისყრა დღეს გაიმართება.

შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის მედია იუწყებოდა, რომ, ტრამპს, თითქოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დახმარების მიღების მიზნით, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკიზე ზეწოლის მოხდენა სურდა. მედიის ცნობით, ტრამპი ზელენსკის აიძულებდა მისი კონკურენტის, ჯო ბაიდენის შვილის საქმე გამოეძიებინა. წყაროს ინფორმაციით, ტრამპი ზელენსკის აშინებდა კონგრესის მიერ გამოყოფილი საერთაშორისო გრანტით, რომლის ოდენობა, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარი იყო.

დეკემბრის თვეში წარმომადგენელთა პალატამ დონალტ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესს მხარი დაუჭირა.

22 იანვარს აშშ-ს სენატმა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაამტკიცა. რეზოლუციას 53 სენატორმა დაუჭირა მხარი, 47 წინააღმდეგი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system