თავში

ინდეოთში ძლიერ ხანძარს ათეულობით ბრიგადა ებრძვის

ინდეოთში ძლიერ ხანძარს ათეულობით ბრიგადა ებრძვის
ინდეოთში ძლიერ ხანძარს ათეულობით ბრიგადა ებრძვის

ინდოეთის ქალაქ კოლკატაში ძლიერ ხანძარს 25-ზე მეტი სახანძრო მანქანა ებრძვის. აღინიშნა, რომ, ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 40 სახლი დაიწვა, მათ შორის მე-19 საუკუნის ინდუისტი რამაკრიშნას მეუღლის, სარადა დევის რეზიდენცია.

ქალაქის პოლიციის უფროსს იმედი აქვს, რომ ხანძარი მალე კონტროლს დაექვემდებარება. მან ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლმა აფეთქებები გამოიწვია, რის გამოც ხანძარი უფრო მასშტაბური გახდა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ხალხის უმეტესობა დროულად იქნა ევაკუირებული. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე ერთი საათის დაგვიანებით მივიდნენ, რის გამოც ხანძარი უკონტროლი გახდა.

ქალაქის მერის განცხადებით, ადამიანებს, რომლებმაც სახლი დაკარგეს, თავშესაფარი მიეცემათ. მათ ასევე მიეწოდებათ საკვები. მოგვიანებით კი დაგეგმილია თავშესაფრების აშენება მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system