თავში

ინდიანაპოლისში გამართულ აქციაზე სამი პირი მოკლეს

ინდიანაპოლისში გამართულ აქციაზე სამი პირი მოკლეს
ინდიანაპოლისში გამართულ აქციაზე სამი პირი მოკლეს

აშშ-ში, ინდიანაპოლისში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. 

Fox News-ის ცნობით,  სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობას ემსხვერპლა. ამ დროისათვის, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

11:22

შეერთებულ შტატებში, ქალაქი ინდიანაპოლისში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ ორი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი Indy Star პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინდიანაპოლისის პოლიციის ცნობით, ინციდენტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ, მაგრამ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სამართალდამცავებს ცეცხლი არ გაუხსნიათ.

დაღუპულისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ვრცელდება.

ინდიანაპოლისის გარდა, აქციები იმართება აშშ-ის სხვა ქალაქებშიც. შექმნილი არეულობის გამო, აშშ-ის 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა

აშშ-ის 17 ქალაქში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეული საპროტესტო აქციების გამო, სამართალდამცველებმა დაახლოებით 1,400 ადამიანი დააკავეს

შეგახსენებთ, აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა გრძელდება. მომიტინგეები გასულ კვირას მინეაპოლისში 46 წლის ადგილობრივი აფროამერიკელის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ. ფლოიდი სამართალდამცავებმა მანქანიდან გადმოიყვანეს, ბორკილები დაადეს და ასფალტზე დააწვინეს, ხოლო ერთი ოფიცერი ჯორჯს კისერზე ფეხით აწვებოდა. თვითმხილველთა თქმით, დაკავებული პოლიციას ეუბნებოდა, რომ მას სუნთქვა არ შეეძლო. მალევე მან გონება დაკარგა და მოგვიანებით ჯორჯ ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system