თავში

ინდიანას შტატში პითონმა ქალი დაახრჩო

​ინდიანას შტატში პითონმა ქალი დაახრჩო
ინდიანას შტატში პითონმა ქალი დაახრჩო

აშშ-ში, ინდიანას შტატში 36 წლის ლაურა ჰარსტი გველმა დაახრჩო. ადგილზე პოლიცია და ექიმები გამოიძახეს, თუმცა უგონო მგდომარეობაში მყოფი ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შენობაში, რომელიც ცხოველების თავშესაფრად გამოიყენებოდა, 140 ქვეწარმავალი იპოვეს. 20 მათგანი გარდაცვლილ ქალს ეკუთვნოდა. ლაურა ჰარსტი ქვეწარმავლების შესამოწმებლად ადგილზე კვირაში 2-ჯერ მიდიოდა. 

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქალი შენობის მესაკუთრემ იპოვა. მსხვერპლს ყელზე უზარმაზარი, 2.4 მეტრის სიგრძის პითონი ჰყავდა შემოხვეული. სახლის მესაკუთრემ შეძლო პითონის ქალის სხეულიდან მოცილება, თუმცა, ის მალე გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system