
ინდიანას შტატში ათასობით მასწავლებელმა, პროტესტის ნიშნად წითელი ტანისამოსი ჩაიცვა. 147 სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა და პედაგოგები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ, რათა თავიანთი დაბალი ხელფასები და სახელმწიფოსგან სკოლებისადმი მცირე დაფინანსება გაეპროტესტებინათ. მათი დევიზია "Red for Ed Action Day".
კონი ნერი-ჯონსი და მისი 150 კოლეგა საპროტესტო აქციის მხარდასაჭერად, ინდიანაში აღმოსავლეთ ჩიკაგოდან ჩამოვიდნენ.
„მასწავლებლობა პროფესიაა და არა ქველმოქმედება. ჩვენ გამოცდილი მასწავლებლების დიდი დეფიციტი გვაქვს და გაზრდილი დაფინანსება ამის მოგვარებაში დაგვეხმარება“, - ამბობს ნარი, რომელიც მასწავლებლად 47 წელია მუშაობს.
I haven’t seen the Indiana fall foliage this vibrant red in a long time. #indianapubliceducation pic.twitter.com/DQyz5OM1px
— Bob Taylor (@DrT_IAPSS) November 19, 2019
აქციის შესახებ, "ტვიტერის" საკუთარ ბლოგზე ეროვნული განათლების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ბეკი პრინგლმა განცხადება გაავრცელა. მან გაფიცულ მასწავლებლებს მხარი დაუჭირა.
Pencils down, voices up!
— NEA (@NEAToday) November 19, 2019
Thousands of @ISTAmembers and public education supporters are #RedforEd at the Indiana statehouse demanding more for students and educators. pic.twitter.com/6jhzP03E0X
ინდიანას შტატის მასწავლებლების ასოციაციის პრეზიდენტმა, კეიტ გამბილმა განაცხადა: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონმდებლები ამ საკითხზე დავაფიქრეთ. შევახსენეთ, რომ ცვლილებების დროა და ნოემბერში არჩევნები მოდის“.
გასულ კვირას შტატის განათლების უწყების წარმომადგენელმა, მაკკორმიკმა 2020 წლის საარჩევნო გეგმის მიხედვით, განათლების სფეროს განვითარების გეგმა გამოსცა, სადაც მასწავლებლების ხელფასებისა და დაფინანსების გაზრდაზე არაფერი იყო ნახსენები. აქციის შემდეგ კი მან განაცხადა, რომ კანონპროექტს გადახედავს და მას აქციის მონაწილეთა მოთხოვნების მიხედვით განიხილავს.
ანი იმედაძე
ავტორი