თავში

ინდოელი პოლიტიკოსი კოვიდის სამკურნალოდ შარდის გამოყენებას ურჩევს

​ინდოელი პოლიტიკოსი კოვიდის სამკურნალოდ შარდის გამოყენებას ურჩევს
ინდოელი პოლიტიკოსი კოვიდის სამკურნალოდ შარდის გამოყენებას ურჩევს

ინდოეთის პარლამენტის წევრი, პარტია Bharatiya Janata Party-ს წარმომადგენელი პრაგია სინგჰ თჰაკური კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ძროხის შარდის გამოყენებას ურჩევს. ინფორმაციას ამის შესახებ NDTV ავრცელებს.

პოლიტიკოსის თქმით, თუ ადამიანი ძროხის შარდს ყოველ დღე დალევს, ეს ფილტვებში ინფექციას "დაამარცხებს". მისი თქმით, ის თავად სვამს შარდს ყოველ დილით, ამიტომაც ჯანმრთელია.

"ძროხის შარდს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია", - ამბობს პოლიტიკოსი.

ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ მან ეს განცხადება კოვიდ-კლინიკაში ვიზიტის დროს გააკეთა. ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, პარლამენტის წევრი შენობაში პირბადის გარეშე იმყოფებოდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ინდოეთში კორონავირუსის სამკურნალოდ ძროხის ნაკელს იყენებენ.

ინდოეთში, პირველად 25 დღიანი უწყვეტი პიკი შემდეგ, კორონავირუსის 300 000-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა. მანმადე, 28 აპრილიდან მოყოლებული, ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system