თავში

ინდოეთი ატომური ელექტროსადგურებისთვის ცხრა ატომურ რეაქტორს ააშენებს

​ინდოეთი ატომური ელექტროსადგურებისთვის ცხრა ატომურ რეაქტორს ააშენებს==
ინდოეთი ატომური ელექტროსადგურებისთვის ცხრა ატომურ რეაქტორს ააშენებს

ინდოეთი 2024 წლისთვის მშენებარე ატომურ ელექტროსადგურებზე ცხრა ახალ ატომურ რეაქტორს აამოქმედებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ჯამური სიმძლავრე 9 ათასი მეგავატია.

ინდოეთის მთავრობის წარმომადგენლის, ჯიტენდრა სინგჰის განცხადებით, ინდოეთი არ აპირებს, უარი თქვას ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციაზე.

"ჩვენ არა მხოლოდ გავზრდით ასეთი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას, არამედ ატომური ელექტროსადგურების გამოყენებით ინდოეთში ელექტროენერგიის წარმოების ერთიან სისტემას შევქმნით“, - განაცხადა მან.

ბირთვული პროექტების უმეტესობას ინდოეთი ამჟამად რუსეთისა და საფრანგეთის ტექნიკური დახმარებით ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system