
ინდოეთის ჯარი და პოლიცია ჯამუსა და ქაშმირში ტერორისტული ორგანიზაცია "ხიზბ-ულ-მუჯახიდინის" ერთ-ერთი ლიდერის, რაიაზა ნაიკუს დაკავების მოზნით ოპერაციას აწარმოებს. ის გუშინ დაიწყო. მანამდე ოპერაციის შედეგად ერთი მებრძოლი ლიკვიდირებული იყო.
"ხიზბ-ულ-მუჯახიდინის" ლიდერის დაკავებისთვის 1,2 მილიონი რუპიის ოდენობის ფულადი ჯილდოა დაწესებული.
ოპერაციის გამო, რეგიონში მობილური ინტერნეტი გათიშულია.
"ხიზბ-ულ-მუჯახიდინი" ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ტეროტირსტული ორგანიზაციაა, რომელიც ჯამუსა და ქაშმირში მოქმედებს და რეგიონის ინდოეთიდან გამოყოფას ისახავს მიზნად. დაჯგუფება ტერორისტულად არის მიჩნეული ინდოეთში, ევროკავშირსა და აშშ-ში.