თავში

ინდოეთი: ვეფხვმა მეწყვილის მოსაძებნად მისი სახეობის ისტორიაში ყველაზე დიდი მანძილი გაიარა

ინდოეთი: ვეფხვმა მეწყვილის მოსაძებნად
ინდოეთი: ვეფხვმა მეწყვილის მოსაძებნად მისი სახეობის ისტორიაში ყველაზე დიდი მანძილი გაიარა

ვეფხვმა, მისი სახეობის ისტორიაში ყველაზე დიდი მანძილი გაიარა. მან ინდოეთში 1,300 კილომეტრიანი დისტანცია დაფარა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ცხოველის მოგზაურობის მაგალითი იმაზე მიუთითებს, რომ ის მეუღლეს ეძებდა, იუწყება Indian Express. 

ვეფხვს რადიო საყელო ეკეთა, რადგან ის მაჰარაშტრას შტატის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე დაკვირვების პროექტის წევრი იყო. ცხოველმა, რომლის სახელია C1, იავატალმას შტატში მდებარე "ტიფშვარის ველური ბუნების ტერიტორია" 2019 წლის ივნისში დატოვა და "დნიანგანგას ველური ბუნების ტერიტორიას" მაჰარაშტრას შტატს ორი დღის წინ მიაღწია. 

ცხოველი ერთ ლოკაციაზე 4-5 დღეზე მეტი არ გაჩერდა, ესეც მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მან აქ კარგი პირობები იპოვა.

ველური ბუნების დაცვის უფროსმა, ნიტინ კაკოდკარმა განაცხადა, რომ ცხოველმა მისი მოგზაურობა სწორი ხაზით არ წარმართა, ის რამდენჯერმე გადაადგილდა ფერმერულ მიწებზე, წყლებსა და მაგისტრალებზე. 

ინდოეთის ველური ბუნების ინსტიტუტის უფროსი, ბიოლოგი ბილალ ჰაბიბი ამბობს, რომ ეს არის გრძელი გასეირნება, რომელსაც ვეფხვი ინდოეთში გადაეყარა. 

"ვეფხვისთვის სამი რამ არის საჭირო, რომ ნებისმიერ ადგილას დარჩეს სტაბილურად - სივრცე, საკვები და მეწყვილე. Dnyanganga- ს აქვს სივრცე და საკმარისია, თუმცა თუ (C1)  მეწყვილეს ვერ პოულობს, მან შესაძლოა სიარული გააგრძელოს”, - აღნიშნავს ჰაბიბი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system