თავში

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

​ინდოეთში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

ინდოეთში, მანიპურის შტატში მომხდარი აფეთქების შედეგად პოლიციის 5 თანამშრომელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ India Today ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო მოედანზე ამოქმედდა. პოლიციამ რაიონი გადაკეტა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მედიის ინფორმაციით, ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში რამდენიმე ექსტრემისტული დაჯგუფება მოქმედებს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system