თავში

ინდოეთის დედაქალაქის 6 საავადმყოფოს ჟანგბადის მარაგი დაუმთავრდა

ინდოეთის დედაქალაქის 6 საავადმყოფოს
ინდოეთის დედაქალაქის 6 საავადმყოფოს ჟანგბადის მარაგი დაუმთავრდა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, მინიმუმ ექვს კერძო საავადმყოფოს ჟანგბადის მარაგი დაუმთავრდა. ამის შესახებ ქალაქის მმართველობის უფროსის მოადგილემ, მანიშ სისოდიამ ხუთშაბათს განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა მთავრობამ დედაქალაქისთვის 480 ტონა ჟანგბადი გამოყო, სისოდიამ უზენაეს სასამართლოს აცნობა, რომ მარაგებს ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ დედაქალაქამდე.

”უტარ-პრადეშისა და ჰარიანას პოლიცია, ასევე ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები სხვა რეგიონებისთვის განკუთვნილ ჟანგბადის ტანკერებს ისაკუთრებენ, რის გამოც ცენტრალური მთავრობის მიერ გამოყოფილი ჟანგბადი დედაქალაქამდე ვერ აღწევს”, - ნათქვამია სისოდიას მიერ ჯანდაცვის მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლითაც შტატებს არ უნდა შეეზღუდათ სამედიცინო ჟანგბადის გადაადგილება, ხოლო უმაღლესმა სასამართლომ ასევე მოითხოვა სპეციალური დერეფნის შექმნა ჟანგბადის გადაადგილებისთვის და დაამატა, რომ ბრძანებების შეუსრულებლობას "სიცოცხლის სერიოზული დანაკარგი" მოჰყვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system