თავში

ინდოეთის დედაქალაქში საშიში ვირუსის 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

​ინდოეთის დედაქალაქში საშიში ვირუსის 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
ინდოეთის დედაქალაქში საშიში ვირუსის 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთის დედაქალაქში, დელიში ერთ წელიწადში დენგეს ცხელების ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 238 - ბოლო ერთ კვირაში.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით, დელიში დენგეს ცხელების 1006 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 665 - ოქტომბერში. ნიუ-დელიში დენგეს ცხელების შედეგად დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა 2015 წელს, როდესაც ამ დაავადებამ, სულ მცირე, 60 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სექტემბრის ბოლოს, ინდოეთის ხელისუფლებამ ქვეყნის 11 შტატი დენგეს ცხელების გავრცელების შესაძლებლობის შესახებ გააფრთხილა და და მოუწოდა, ამ კუთხით შემთხვევების ადრეული გამოვლენა დაიწყოს, დახმარების ხაზები შექმნას და ტესტირებისთვის საჭირო კომპლექტების, ინსექტიციდების და მედიკამენტების საჭირო მარაგი შეამოწმოს.

მანამდე დენგეს ცხელების შემთხვევები ინდოეთის რამდენიმე შტატში დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system