თავში

ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა

ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის
ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა

ახალ დელისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ბოლო მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების დრონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი PM 2.5 დონეზეა. ჰაერში მცირე ნაწილაკების ცვალებადი ტემპერატურა 900-ზე ზემოთ ავიდა რაც 500-ზე იყო. ეს მაჩვენებელი კი საგანგაშოა. 

გარდა იმისა, რომ ეს დედაქალაქის რეგიონში მცხოვრებ 40 მილიონი ადამიანის ფილტვებს აყენებს ზიანს, სმოგის გამო იმდენად ცუდი ხილვადობაა, რომ დელიის აეროპორტიდან  გამო 30-ზე მეტი ფრენა გადაიდო. ქალაქის გზები უდაბნოს დაემსგავსა, რადგან მოსახლეობა დაბინძურებული ჰაერისაგან თავის არიდების მიზნით სახლში დარჩენას ამჯობინებს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ დედაქალაქში საგანგაშო მდგომარეობა უკვე გამოაცხადეს და სკოლების დახურვა ბრძანეს

ინდოეთის გარემოს დაცვის სააგენტოს ის ცნობით, გასულ კვირას სატელიტმა გადაიღო ფოტოები, სადაც სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის 3000-ზე მეტი შემთხვევა გარკვევით ჩანს. ამან დელის თავზე ჰაერის დაბინძურების 44% გამოიწვია.

დელის რეგიონში 17,000 ადამიანის გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ მოსახლეობის 40%-ს დაბინძურების კონტროლის არარსებობის გამო, დელის რეგიონიდან გასვლა სურს.

”ქარის სიჩქარე იკარგება და დაბინძურების დონის 500-მდე შემცირდებას შეიძლება 24-დან 48 საათი დასჭირდეს ”, - განაცხადა კერძო ამინდის პროგნოზირების სააგენტოს Skymet– ის ვიცე-პრეზიდენტმა მაჰშ პალავატმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system