თავში

ინდოეთის პარლამენტი WhatsApp-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას განიხილავს

ინდოეთის პარლამენტი WhatsApp-ის
ინდოეთის პარლამენტი WhatsApp-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას განიხილავს

21 იანვარს Facebook-ის წარმომადგენლები ინდოეთის საკანონმდებლო ასამბლეის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრებიან აპლიკაცია WhatsApp-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.  ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. 

შეხვედრაზე Facebook-ის წარმომადგენლებს კითხვებს დაუსვამენ, თუ რატომ უნდა შეიცვალოს WhatsApp-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და როგორ იმოქმედებს ეს მომხმარებლებზე.

შეგახსენებთ, რომ  WhatsApp, Facebook-ის საკუთრებაა. 2020 წლის იანვრის დასაწყისში დაანონსდა WhatsApp-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შეცვლა.  ცნობილი გახდა, რომ WhatsApp-ი მომხმარებლის მონაცემებს Facebook-ს გაუზიარებს, თუმცა უკმაყოფილების ტალღის შემდეგ გადაწყდა ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შემოღების გადადება.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთის ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ WhatsApp-ს სთხოვა, გადახედოს მიდგომებს ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით და  არჩევანი თავისუფლებისა და მონაცემთა უსაფრთხოების სასარგებლოდ გააკეთოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system