თავში

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ინდური ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ინდური ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ინდური ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა Twitter-ში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ინდური ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. პრემიერ-მინისტრი ყველა უფლებამოსილ პირს მოუწოდებს, ჩაიტარონ ვაქცინა, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსით დაინფიცირების შანსი. ამის შესახებ Reuters წერს.

60 წელს გადაცილებულ პირებს, ასევე 45 წელს გადაცილებულებს, ვისაც ქრონიკულ დაავადები აქვთ, ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ.

"მე მივმართავ ყველას, ვისაც ვაქცინის მიღების უფლება აქვს - ერთად გავიკეთოთ ინდური უფასო ვაქცინა. დიახ, ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოლებთ COVID-19-ზე და გავიმარჯვებთ", - დასძინა 70 წლის მოდიმ.

მთავრობამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ხალხს საშუალება აქვს, აირჩიოს ვაქცინააცის ცენტრები, რაც გულისხმობს იმას, რომ ბენეფიციარებს შეუძლიათ აირჩიონ COVAXIN-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system