თავში

ინდოეთის პრემიერმა სოციალური ქსელების გვერდები სამართავად ქალებს გადასცა

ინდოეთის პრემიერმა სოციალური ქსელების გვერდები სამართავად ქალებს გადას
ინდოეთის პრემიერმა სოციალური ქსელების გვერდები სამართავად ქალებს გადასცა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საკუთარი სოციალური მედია გვერდები „ნარი შაკტის“ ჯილდოს მფლობელ ქალებს გადასცა. ამის შესახებ განცხადება მოდიმ Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

ნარენდრა მოდი სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. Twitter-ზე მას 53,3 მილიონი გამომწერი ჰყავს, Facebook-ზე 44 მილიონი, ხოლო Instagram-ზე 35,2 მილიონი. გამომწერების რაოდენობით მას მხოლოდ დონალდ ტრამპი და მისი წინამორბედი უსწრებენ.

პირველი ადამიანი, ვინც პრემიერ–მინისტრის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, Food Bank India-ს დამფუძნებელი, სნეჰ მოჰანდოსია, რომელმაც ქვეყანაში არსებულ გაჭირვებაზე ისაუბრა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის სოციალური ქსელის მეშვეობით, საკუთარი სათქმელისა და აზრის დაფიქსირებას ქალები მიმდინარე დღის განმავლობაში შეძლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system