თავში

ინდოეთის საავადმყოფოში ხანძარს 13 კოვიდპაციენტი ემსხვერპლა

​ინდოეთის საავადმყოფოში ხანძარს 13 კოვიდპაციენტი ემსხვერპლა
ინდოეთის საავადმყოფოში ხანძარს 13 კოვიდპაციენტი ემსხვერპლა

ინდოეთში მაჰარაშტრის შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის შედეგად 13 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Al Arabiya ავრცელებს.

მედიის ცნობით, საავადმყოფოში სულ 90 პაციენტი იმყოფებოდა. გადარჩენილები სხვა, ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

გამოცემა Business Standard-ის ცნობით, ინდოეთში, ბოლო დღე ღამეში კორონავირუსის რეკორდული, 332 730 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 263 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში COVID-19-ის 16 263 695 შემთხვევა დადასტურდა, 186 920 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system