თავში

ინდოეთის სასამართლომ ექიმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 25 ადამიანი დამნაშავედ ცნო

ინდოეთის სასამართლომ ექიმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი
ინდოეთის სასამართლომ ექიმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 25 ადამიანი დამნაშავედ ცნო

აღმოსავლეთ ინდოეთში, ქალაქ ჯორჰატში სასამართლომ 25 ადამიანი დამნაშავედ ცნო. მათ ექიმის მკვლელობაში ედებათ ბრალი.

გასული წლის აგვისტოში ბრბომ საავადმყოფოსკენ მიმავალი 73 წლის ადგილობრივი ექიმი ლინჩის წესით მოკლა. დამნაშავეების თქმით, ის პლანტაციის მუშაკის სამედიცინო დახმარების გაწევას აჭიანურებდა.

მისმა გარდაცვალებამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია. ინდოეთის სამედიცინო ასოციაცია ჩაის პლანტაციის რაიონებში მდებარე საავადმყოფოებიდან ექიმების გაყვანით დაიმუქრა, თუ პასუხისმგებელ პირთა მიმართ მკაცრი ზომები არ იქნებოდა მიღებული.

სპეციალურად შექმნილმა საგამოძიებო ჯგუფმა 600-გვერდიანი დასკვნა მოამზადა, სადაც აღნიშნულია,რომ დამნაშავეებს მკვლელობაში, არეულობის ორგანიზებასა და კრიმინალური ძალის გამოყენებაში ედებათ ბრალი.

19 ოქტომბერს სასამართლო თითოეული ბრალდებულის სასჯელს ინდივიდუალურად გამოაცხადებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system