თავში

ინდოეთის ზოოპარკმა ქორების ქათმებით გამოკვება შეწყვიტა

ინდოეთის ზოოპარკმა ქორების ქათმებით გამოკვება შეწყვიტა
ინდოეთის ზოოპარკმა ქორების ქათმებით გამოკვება შეწყვიტა

ინდოეთში სახელმწიფო ზოოპარკმა ქათმით გამოკვება შეაჩერა ისეთ ფრინველებზე, როგორიცაა ქორი, არწივი და ბუ, რადგან ფრინველის გრიპი ქვეყნის 10-ზე მეტ შტატში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო South China Morning Post ავრცელებს.

ნიუ-დელის ეროვნულ ზოოლოგიურ პარკში დახოცილი ყავისფერი ბუს გამოკვლევების შედეგად დადასტურდა, რომ ფრინველი H5N8 ვირუსით დაინფიცირდა. პარკის ადმინისტრაციის თქმით, ფრინველი, სავარაუდოდ, ქათმის ჭამის  შემდეგ დაინფიცირდა. შესაბამისად გარემოს დაცვის, ტყისა და კლიმატის ცვლილების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეწილება, რომ ზოოპარკში მყოფი ფრინველები იზოლირებულად იყვნენ.

ინდოეთის 4 შტატში ფრინველის გრიპისგან ყვავები, ხოხბები, გედები, მტრედები და ფრინველთა სხვადასხვა სახეობის კიდევ უფრო მეტი სიკვდილი დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system