თავში

ინდოეთმა ახალი საზენიტო რაკეტა წარმატებით გამოსცადა

ინდოეთმა ახალი საზენიტო რაკეტა წარმატებით გამოსცადა
ინდოეთმა ახალი საზენიტო რაკეტა წარმატებით გამოსცადა

ინდოეთმა ახალი მცირე რადიუსის "მიწა-ჰაერის" კლასის რაკეტა წარმატებით გამოსცადა. ის ქვეყნის საზღვაო ძალებისთვის არის შექმნილი. ინფორმაციას ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ეს საცდელი გაშვება ყველა კომპონენტის, მათ შორის ვერტიკალური გამშვები დანადგარისა და იარაღის კონტროლის სისტემის მუშაობის ყოვლისმომცველი შემოწმებისთვის განხორციელდა. საცდელ გაშვებას ინდოეთის საზღვაო ძალების მაღალი თანამდებობის პირები ზედამხედველობდნენ.

ცდების მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა და აღნიშნა, რომ სისტემა ინდოეთის საზღვაო გემების დაცვას საჰაერო საფრთხეებისგან კიდევ უფრო გაზრდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system